Thursday 16 November 2017

პროექტის „ოპერა"

      ლალი ჩაჩუას მიერ განხორციელებული პროექტი „ოპერა"

            სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის ლალი ჩაჩუას მიერ განხორციელებული პროექტის „ოპერა"-ის წარმოშობის შესახებ.                                                   
                                         რეფლექსია
სამწუხაროდ დღევანდელი ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული ოპერის ნახვით. მათი მუსიკალური ლექსიკონის მარაგი მწირია. თითქოსდა მივიწყებას მიეცა ახალგაზრდებისათვის კლასიკური ნაწარმოებების მოსმენა. ამ რესურსის შექმნის მიზანი იყო, გამეხსენებინა კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე რომელმაც შექმნა უნიკალური ნაწარმოები. მიზნის მისაღწევად ბავშვები წავიყვანე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ვიხილეთ ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“.

მუს. VIII.V. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

1)საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე.
2)განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრის (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი) სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე).
3)მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს.
4)ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას: ინსტრუმენტული (დიდი და კამერული ორკესტრის, კამერული ანსამბლი), ვოკალური, ინსტრუმენტული (დიდი და კამერული შემადგენლობა).
5)საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო მუსიკალურ ტერმინოლოგიას.
6)ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.

მუს.VIII.6 მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1)შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს, შემსრულებელს კომპოზიტორს.
2)მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შესრულების შესახებ.
3)წარადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ.
4)მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.  



No comments:

Post a Comment