Tuesday 21 November 2017

საკლუბო მუშაობა ,,ინოლა გურგულიას სიმღერების შესწავლა"

2017-18 სასწავლო  წელი.  ლალი ჩაჩუას  საკლუბო მუშაობა
სამტრედიის #2 საჯარო სკოლის  მასწავლებლის ლალი ჩაჩუას  მიერ წარმოებული საკლუბო მუშაობა. მუსიკის სასკოლო კურსში ისწავლება ინოლა გურგულიას სიმღერები.  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით  ვაწარმოე სკოლაში საკლუბო მუშაობა. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად  და ვამეცადინებდი ინოლა გურგულიას ბიოგრაფიის, შემოქმედების და სიმღერების შესწავლაში.  

  

კლუბის სამუშაო გეგმა  2017-18 სასწავლო  წელი.

1   სექტემბერი:  კლუბის დაკომპლექტება
2.   1-15 ოქტომბერი:   ინოლა გურგულიას ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა და შესწავლა.
3.  15-30 ოქტომბერი:   სიმღერების მოძიება და დანაწილება ინტერესების მიხედვით
4.   ნოემბერი   ხმების დანაწილება 
5. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი- სიმღერებზე მუშაობა.
6. ივნისი- კლუბის პრეზენტაცია.

   

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა კლუბში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებით მიმართონ სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექციას. 




    განცხადების ფორმა
                                                                           სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექტორს 
                                                                          ქალბატონ თეა კარტოზიას
                                                                          ამავე სკოლის   ----  კლასის მოსწავლის-------
                                                                           მშობლის--------------------------------

                                      გ ა  ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 გთხოვთ ჩემი შვილი  -----------   ----------------- ჩარიცხოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლის მუსიკის კლუბში
                                                                          


     პატივისცემით:                -----------
                                                                                                         /თარიღი/

                                                   კლუბის წესდება
1.  კლუბში ჩარიცხვა ხდება სკოლის  მშობლის განცხადების საფუძველზე დირექტორის მიერ  კლუბის ხელმძღვანელის  ლალი ცაჩუასთან შეთანხმებით 
2.  კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის შინაგანაწესი
3.  მუსიკისკლუბში მუშაობისას უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული
4.  სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას მუსიკის სწავლით,  ამიტომ თითოეული კლუბის წევრის მუშაობა იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით
5. კლუბში მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოელ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებლი ოპტიმალური დროის შერჩევას  საკლუბო მუშაობისათვის.
6. კლუბის მუშაობის დასასრულს მოეწყობა დიდი პრეზენტცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის სწავლით.

წლის ბოლოს  მოსწავლეებს აშკარად  ეტყობოდათ ინოლა გურგულიას სიმღერებისა და ზოგადად მუსიკის შესწავლის მიმართ  დიდი ინტერსი.   მივიღე ძალიან კარგი  შედეგი და ვფიქრობ ჩვენი მუშაობა შეიძლება სასარგებლოდ იქნეს მიჩნეული.


No comments:

Post a Comment