Thursday 24 May 2018

საკლუბო მუშაობა ,,ქართული ხალხური სიმღერები"

2017-18 სასწავლო  წელი.  ლალი ჩაჩუას   საკლუბო მუშაობა
 სამტრედიის #2 საჯარო სკოლის  მასწავლებლის  ლალი ჩაჩუას  მიერ წარმოებული საკლუბო მუშაობა  მუსიკის სასკოლო კურსში ისწავლება ქართული ხალხური სიმღერები. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით  ვაწარმოე სკოლაში საკლუბო მუშაობა. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად  და ვამეცადინებდი  ქართული ხალხური სიმღერების შესწავლაში.  

  
კლუბის სამუშაო გეგმა 2017-2018 სასწავლო  წელი



1. 15 სექტემბერი:  კლუბის დაკომპლექტება


2.   ოქტომბერი   სიმღერების მოძიება და დანაწილება ინტერესების მიხედვით


3.    ნოემბერი    სიმღერების ტექსტის შესწავლა და ხმების განაწილება



4.    დეკემბერი, თებერვალი, მარტი, აპრილი- სიმღერების შესწავლა
5.    მაისი-პრეზენტაციისთვის მზადება
6.    ივნისი -  კლუბის პრეზენტაცია.

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა კლუბში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებით მიმართონ სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექციას. 




    განცხადების ფორმა
                                                                           სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექტორს 
                                                                          ქალბატონ თეა კარტოზიას
                                                                          ამავე სკოლის   ----  კლასის მოსწავლის-------
                                                                           მშობლის--------------------------------

                                      გ ა  ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 გთხოვთ ჩემი შვილი  -----------   ----------------- ჩარიცხოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლის მუსიკის კლუბში
                                                                          


     პატივისცემით:                -----------
                                                                                                         /თარიღი/
                                                   კლუბის წესდება
1.  კლუბში ჩარიცხვა ხდება სკოლის  მშობლის განცხადების საფუძველზე დირექტორის მიერ  კლუბის ხელმძღვანელის  ლალი ჩაჩუასთან შეთანხმებით 
2.  კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის შინაგანაწესი
3.  მუსიკისკლუბში მუშაობისას უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული
4.  სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას მუსიკის სწავლით,  ამიტომ თითოეული კლუბის წევრის მუშაობა იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით
5. კლუბში მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოელ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებლი ოპტიმალური დროის შერჩევას  საკლუბო მუშაობისათვის.
6. კლუბის მუშაობის დასასრულს მოეწყობა დიდი პრეზენტცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის სწავლით.

წლის ბოლოს  მოსწავლეებს აშკარად  ეტყობოდათ ქართული ხალხური სიმღერებისა და ზოგადად მუსიკის შესწავლის მიმართ  დიდი ინტერსი.   მივიღე ძალიან კარგი  შედეგი და ვფიქრობ ჩვენი მუშაობა შეიძლება სასარგებლოდ იქნეს მიჩნეული.



No comments:

Post a Comment