Thursday 11 May 2017

პროექტი ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ"

ღონისძიება  ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ"


სცენარი
მუსიკა  ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ"
1  წამყვანი -  მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და რაღა თქმა უნდა ძვირფასო მასწავლებლებო.   ჩვენი  დღევანდელი დრე ეძღვნება გაზაფხულის დადგომას.  დღეს გვინდა ავამრეროთ ყვავილები, მერცხლები, პეპლები, ხეები... ისინიც ხომ შეიგრძნობენ ყოველივე იმას, რასაც ჩვენ ადამიანები: სიცივეს, სითბოს და მოფერებას.   მე მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის დადგომა. სიყვარული და სილამაზე არ მოგკლებოდეთ.  გაზაფხულის მერცხლებს და მტრედებს მოეტანოთ  თქვენთვის მხიარულება და მშვიდობა.
იფრინეთ სიცოცხლის მერცხლებო
იფრინეთ მშვიდობის მტრედებო
ჩვენ ხომ თქვენი მომავალი თაობა ვართ     (მერცხლების გაფრენა...)
2 წამყვანი- გაზაფხული საოცარი რამაა.  ის თითქოს ბუნებას მოუწოდებს, რომ გაიღვიძოს და თავისი    მოვალეობა შეასრულოს.ტყეში ცხოველებმა გაიღვიძა, დათბა, აყვავდა  ყვავილები, ლამაზი ია თავს იწონებს..   მთელი ქვეყანა მწვანედ შეიმოსა,  ეზოებში ატყდა ჯივილ-ხივილი. ეს ხომ ბავშვებისათვის ყველაზე სანატრელი დროა, ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, მამლების ყივილი და ირგვლივ ყვავილების საოცარი სურნელი ტრიალებს.
1  წამყვანი- გაზფხულზე ბუნება ძალიან  ლამაზია. იღვიძებს მრავალნაირი ყვავილი. ირგვლივ სიცოცხლის ხალისი იგრძნობა. მზემ ტავისი მოციქულები დედამიწაზე გამოაგზავნა და გაათბო ყველაფერი.  გაცოცხლდა- გაიღვიძა ბუნებამ, აყვავილდა მტა-ბარი.   სამოსელი ჩაიცვა იამ ნაზი ნარნარით. გაზაფხულის მოსვლა დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან უხარია. გაზაფხული ჩვენს გულებში დიდ ადგილს იკავებს.
2  წამყვანი-
 გაზაფხულდა, ირიჟრაჟა
გაიფანტა ღრუბლები,
სიყვარულის მეხოტბეებს თქვენზე ვესაუბრები.
გაზაფხული შემობრძანდა, კვლავ გაიხსნა ფარდები
ლამაზებო მსურს მოგართვათ  გაზაფხულის ვარდები.
( ყვავილების მირთმევა)
1  წამყვანი
 გაიღვიძებ ენძელა, გაიღვიძებს ია.
ამ სითბოს და სიყვარულს  გაზაფხული ჰქვია.
2   წამყვანი
იებით და ენზელებით, ველ მინდორი მოფენილა,
მზე მოქარგა, ქარი გათბა,  ჩიტუნებიც მოფრენილა.

1  წამყვანი  ყვავილები, ყვავილები, ატასფერად დახატული,
რა ლამაზად შემოფრინდა ჩვენს ეზოში გაზზაფხული

 2   წამყვანი   ნელი სიო სხივთა ჰამაკს  აქანავებს აქეთ-იქით,
მწვანე მოლზე დაფარფატებს ტყემლის ყვავილების ფიფქი
 1   წამყვანი   ხე შრიალებს, დგას ნათელი,,  მზე მინთია თითქოს გულთან
ცა იცინის ქარი მღერის, გაზაფხულდა, გაზფხულდა.
 2   წამყვანი   მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
 მოვიდოდი სუყველასთვის ფრთხილად,
და ამ ნიავს მოგისვამდით გვერდით,
 მე რომ ვიყო გაზაფხულის ქარი,,
 აქეთ-იქეთ რომ ატოკებს ხეებს,,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
 რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე!
(მუსიკის ფონზე 1 კლასი ცეკვა ბუშტებით)

1.    გაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს  ენძელებმა
       დღე გადიდდა, დათბა მაგრამ ზამთარს წასვლე ეძნელება.
2.   აგერ ნუში ჩვენს ბაღჩაში, რომ დგას ასე ობლად, კენტად, 
       გაზაფხულმა გააცოცხლა, ყვავილებით გადაპენტა.
3.    -იამ გული გადუშალა,  მზის სხივებს და ჭრელ პეპელას
       ჩვენ კი მიწა სამუდამოდ  მოგვიწოდებს ყველას, ყველას
4.   ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,  გაახარეს ხალხის გული.
       რა კარგია ყინვის შემდეგ თვალჟუჟუნა გაზაფხული
5.    ტყეები და ველ მინდვრები  მწვანე ფარჩით შეიმოსა, 
       გაზაფხულო, გაზაფხულო, გვიხარია შენი მოსვლა.
6.    ვაზის სითბოს  ლხენით ხვდება  ყინვისაგან დაზაფრული,
        დღეს მერცხალმა გაიქროლა  მოგვახარა გაზაფხული.
7.    - ვფიქრობ უფრო მშვენიერი  სხვა ფრინველი არ იქნება
        ქვებს არ ვესვრი კარგად მახსოვს, ძია შიოს დარიგება.
8.    ჯეჯილმა ამოიწია, დადგა ბორჯი და ძირია,
       იამ მოქარგა მინდორი,  ჩანს გაზაფხულის პირია.
9.    დაჰკრა დაუკრა სახნისმა,  ეს ტკბილი სალამურია,
       შროშანიც შემოფრენილა,  საშვი ხომ შინაურია.
10.   ამოიწია ჯეჯილმა, დადგა ბურჯი და ძირია,  
       მზემ გადმოუშვა ძირები, ცანს გაზაფხულის  პირია.

ცეკვა ბუშტებით   პირველი კლასი

 გადმოფრინდა როგორც მტრედი,   მთიდან ნაკადული თეთრი, 
გააცოცხლა მთის ძირები,  აუთროლდა მიწას მკერდი,
  და ბავშვური გალაღებით   წამოცვივდნენ ბალახები,
აჟრიალდნენ კვირტუნები, თბილი ნისლით დათვრნენ  მთები,
აკისკისდნენ ენძელები,    აფუსფუსდა ველზე ხნული,
ზის ნებივრად მწვანე ტახტზე  დედოფალი გაზაფხული.

სიმღერა--   
ლექსი--

1  წამყვანი                        ვამე, რა საბრალო არის, ია მოსული მთაზედა.
                                           ბეჩავს დააზრობს სიცივე ან ელვა დაჰკრავს ღაწვზედა.
                                           ღმერთს მიუცია საწყისად,  მოკლე სიცოცხლე ჟამია.
                                            ქვეყნისა მისგან მშვენება, ერთი ბეჩავი წამია.

2  წამყვანი                       ველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა,
                                          მწყურიაო ჩუმადა სთქვა, დაძახება ვერ გაბედა.
                                          გაზაფხულის კოხტა ყვავილს,  გულს სიამე მოეფინა,
                                          ველს სალამი მისთავაზა და მადლობით ცას შესცინა.
                                         ველშია ია ცქრიალდება, კლდეზე წყარო ჩქრიალდება,
                                         მთა და ბარში გაზაფხულის   უხვი მადლი ტრიალდება.
 გამოდის ია   ,, უღრან ტყეში მოსული ვარ,  სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი სილამაზიტ დავატკბობ ტყეს,  კლდეს  და მინდორს ყველას ვუყვარვარ,  აგერ იმ კუნძს თვალი სულ ცემსკენ უჭირავს,  მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს,  მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლია, მხოლოდ შორიდან გამიღიმებს, გამიცინებს   საცოდავი თვალებით.   ცემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის 24 თვის სიცოცხლეს სჯობია.  მაგრამ მაინც, დიდხანს სიცოცხლეს რა სჯობს,  მართალი გითხრათ ძალიან, ძალიან დანატრებული ვარ.

 შენი ბაღის ია ვარ, მოვყევ სხივთა ნიაღვარს,
ტბილ ქარებში ვღიღინებ, შენი მარტის მზე მიყვარს.  ცისფერ ცვარით ნამულო,
 შენს თბილ მკერდზე მიმიკარ,   ჩემო ტკბილო მამულო.
  მზე ალერსით მეხვევა,  ჩრდილი მიძღვნეს წიწვებმა,
დედა ენის ბაღნარი  ცემი სუნთქვით იწყება.
 შენი მინდვრის ია ვარ,  მოვყევ სხივთა ნიაღვარს,
ვარ მშვენება ტყის ბორცვის,  ლამაზ კალტებს გიკოცნი.

1  წამყვანი  გამოფარფატდა პეპელა  

1  წამყვანი  ჩემი ლამაზი პეპელა  დაათრო ლურჯმა იამა,
 მოსწყდა ყვავილს და უმალვე, შორს გაიტაცა ნიავმა.
გაფრინდა, აღარ მოფრინდა,  ნეტავ ვიცოდე სად არის....
ვეძებ და ვერსად ვიპოვე პეპელა მისი სადარი

1.  -ჭრელ პეპელაზე უნდა გიმღეროთ
2.  - სულ ციცქნა  პატარა პეპელაზე
3.- პეპელა იცი როგორ დაფრინავს?
4-ვიცი აია ასე
5. -პეპელა იცი როგორ მღერის?
6. -ვიცი, აია ასე;
ერთად:  ჩვენ მეგობრები ვართ     ( და მღერიან)
 პეპელა ვარ პეპელა, ფრთათეთრი და ლამაზი, 
მიყვარს მინდვრად ფრენა და  ფარაფტი, ფარფატი..
ეს რა კარგი ყვავილია ნეტავ რა ჰქვია?
იაა თუ ყოჩივარდა რა ლამაზია...
პეპელა ვარ პეპელა.  ფრთათეთრი და ლამაზი,
გაზაფხულს რომ ედება სურნელი ლამაზი...
ეს რა კარგი ყვავილია ნეტავ რა ჰქვია?
იაა თუ ყოჩივარდა რა ლამაზია...

გამოდის  ვარდი - გაზაფხული დადგა, ნამდვილად ღირს ლოდინი იმ სილამაზისა და სიცოცხლისა, რაც გაზაფხულს მოაქვს,  ალბათ ყველა მოუთბენლად ელის როდის აყვავდება ნუში, როდის გადაიპენტება ხეები თეთრად და ვარდისფრად.  ძნელია ამ სილამაზეს გულგრილად უყურო. მე ვარდი ვარ.  ლამაზი, სურნელოვანი, მშვენიერი.

მე თაყვანს ვცემ ყველა ყვავილს, მხიარულს და დარდიანს,
მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ბაღის ეშხი ვარდია.
ზემოდან რომ გადმომხედოს არის ვინმე მსურველი?
მარალ ღმერთის საკადრია, ჩემი ნაზი სურნელი.
თავს რომ იქებთ ჩემო დებო, თქვენ მოგისმენთ მზე განა?
რა იქნება უვარდებოდ ყვავილების ქვეყანა.
რომ მეტიჩრობთ ეს ჯიბრი თუ ბწკარტა მარათონია.
წინანდლის ან კოლხური ვარდი გაგიგონიათ?
თავს პეპლები მევლებიან, დამხარიან მტრედები,
ჩემი სილამაზით არის საქართველო ედემი.

1  წამყვანი  მეორე  წამყვანს  მე შენზე გაბრაზებული ვარ

2  წამყვანივითომ რატომ?

1  წამყვანი რატომ და პეპელას რომ უმღერე სიმღერა, მე რატომ არ მიმღერე?
2 წამყვანი  შენც გიმღერებ ჩემო ძვირფასო, მაგრამ არა შენ რატომ უნდა გიმღერო?
1  წამყვანი  იმიტომ რომ მე შენ გაზაფხული გახარე
2  წამყვანი  თუ შენ გაზაფხულის მახარობელი ხარ მაშინ   --- გიმღერებს  (სიმღერა აბა დელი დელია)

 სიმღერა   ,, დღისით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყვავილებს ვდარაჯობ


ყაყააჩო     წითელკაბა ყვავილი ვარ, შავთვალება ეშხით სავსე.
                   რა იქნება ჩემს გარესე ველ მინდვრების სილამაზე?
                  ბორცვებს ცეცხლად  მოსდებია ელვა ჩემთა წითელ ფერთა
                 მზე დახრილი სამიჯნუროდ   დრეს ბილიკზე შეგეფეთა.
                 ჩემს მეზობლად სხვა ყვავილებს  დაეკარგათ უცებ ფერი.
                  ყაყაჩო ვარ შავთვალება, გაზაფხულის დამამშვენი.

ყოჩივარდა
                                                           ყოჩივარდა
                       გაზაფხულია,  ხე   ფოთოლს  ისხამს  
                      ვაზის   ცრემლებით  აივსო  ზღვარი
                     ამ    მშვენიერ    დღეს  ამ  დილით    სისხამს
                      ფეხებს    მისუსხავს  ეს  უხვი  ცვარი
                      ხე   ფოთოლს  ისხამს,  ხე   ფოთოლს   ისხამს
                      ქალაქის    ბაღებს   და  სოფლის   ზღვრებს
                     ამ   მშვენიერ   დღეს  ამ  დილით   სისხამს
                      მაცოცხლებელი  ეცემა  ცვარი.
მე  ყოჩივარდა  ვარ.  პატარა  მაგრამ  ლამაზი.  თბილი,  მშვენიერი.
მიყვარს  მზე,  მოფერება.
            ნუ  მომწყვიტავთ,   შემიბრალეთ,  მეც  ხომ  სიცოცხლე   მწყურია.  ისედაც  ცოტა   ხნით    მოვდივარ   მხოლოდ  გაზაფხულზე. 
                               ყოჩივარდა  გაყოყოჩდა,  ყოჩივარ  და  ამიტომ 
                               გაზაფხულის  ყვავილებმა,  თვალი  აღარ  გამიტოლონ
                                იამ  გულში  გაიფიქრა  შენი  ტოლი  როდინ  ვარო
                                 გაზაფხულის   მახარობლად  სულ  პირველი  მოვდივარო.


                                                 ენძელა
-         დადგა  გაზაფხული.    ბუნებამ  თეთრი  საბანი  გადაიძრო  და  გაიღვიძა.  ხეები  ჭრელ-ჭრულა  ფერებივით   შეიმოსა  და  ყლორტები  გაშალეს.  წყაროები  კი      სიცოცხლით  აღსავსე   არიან.  ამ  მზიან  ბუნებაში  ჩიტები  ჭიკჭიკი   საამურად  ისმის
ისინი  ღმერთს  მადლობას   სწირავენ.  მე  ძალიან  მიხარია   გაზაფხულის  დადგომა  .  დიდი  ხნით  არა,  მაგრამ  მეც  მოვდივართ  ამ  ქვეყანაზე. 
                   თეთრი  მთა  და  თეთრი  მდელო,
                   ვის  უნახავს  უენძელოდ?
                   გაზაფხულის  ყვავილი   ვარ  ,
                    თეთრად  მოქათქათე 
                    ჩემი  სუნთქვა,  სამთო  სული
                      შვენის    გულთბილი    მართებს
                                  ჩვენს   ველ-მინვრდებს
                                   სინაზეს და  სილამაზეს    ვმართებ.
       
                                 გვირილა 

ყველას   გილოცავთ  გაზაფხულის დადგომას    სიყვარული,  სითბო  და  ბედნიერება  მოეტანოს  თქვენთვის  ამ  გაზაფხულს.
                          
                               ჩვენი  მინდვრის    ფერია   ვარ
                          -ცას ღიმილით უმზერ
                       ოქროს  სხივი  მზემ  ალერსით
                        დამაქარგა  გულზე.
                      ხან  თეთრ   ფანტელს  მადარებენ 
                    მთვლიან  ფიფქის  მეგობრად,
                       ცამ  ბრძანა  და  რახანია 
                   ვზივარ  მინდვრის  დედოფლად
                   გაზაფხულის  ქარი  მკოცნის 
                გულში  თითქოს  მზე  მიდევს 
                თეთრი  კაბის  შარიშურით 
               ვალამაზებ   ველ   მინდვრებს.
                 არ  მომწყვიტო   ციცქნა  ქალო  
                გვერდი,  შენ   გენაცვალე
                             საქართველოს   თბილი  მიწის 
                              სიყვარული   მაცალე.


                                         ფურისულა

_ ბუნებამ გაიღვიძა. ნელ-ნელა ჩიტებიც მოფრინდნენ თბილი ქვეყნებიდან.      ხეებიც იღვიძებენ, ფოთლებიც აშრიალდნენ.  
                                        გაზაფხულმა კარი  აღო
                                    იებიც კი ამოვიდა
                                 მზე  ანათებს,   ცა  კი  ბრწყინავს
                             ყველაფერმა  გაიღვიძა.
ერთხელ  მე  და  ჩემი  მეგობრები  ტყეში  წავედით  ყვავილების  და  სოკოების  დასაკრეფად .  მე  როცა  ყვავილებს   ვკრეფდი   ,     ვიგრძენი  თითქოს   ბუნება  გაზაფხულს   ხატავდა   უცებ  პეპელა   თავზე   დაფრინავდა   და  თითქოს  მითხრა:  ანი  მოგილოცავ  გაზაფხულის  
დადგომას:-მე  ფურისულა  ვარ.  ქამელიონი       ფეხებს   ვიცვლი  ძალიან  ბევრ   ფერს.
                                                მარტის   პირას  ორღობესთან,
                                               მზემ   ჩამოსვლა  თუ  ისურვა
                                                წამსვე  ღიმილს   შეაგებებს
                                                  ლამაზკაბა     ფურისულა.
                                           მოირთვება გზის პირები,
                                     წვიმაა თუ    ქარია,
                                         ცა   იცინის   გაზაფხულის
                                მობრძანება უხარია.
              
                        

                                                      წამყვანი
                                      გაზაფხულდა,   გაზაფხულდა
                                      მზის   სხივებმა   გვახარეს 
                                      ყვავილებმა    ჭრელი     ფრთილა
                                      მიწას   მიმოაფარეს.
                                      მიულოცეთ    ყველას, ყველას
                                      დიდებსა   და      პატარებს
                                       ვისაც      ქვეყნად     გაზაფხულის
                                        მოსვლა    ასე    ახარებს.



                                        __ მზე     პირს    იბანს
                                              მართალია  იბანს
                                                   ცა  ცრის, წვიმა  გვახარებს
                                               ცისარტყელას     ქვეშ     გავძვრები
                                                 მალე   გაგვზრდის    პატარებს
                                                აყვავდა   ნუშა-ნუში,
                                                  გავიხარეთ  ყველამ     გულში
                                                  გაზაფხულო    შეგვაჯიბრე
                                                  ერთმანეთის   სიყვარულში.

სიმღერა  ,,მთაწმინდიდან..."
                        წამყვანი                ტურფა   გაზაფხული  მოვა
                                                    ტურფა  გაზაფხული  მოდის
                                                     ამას  მეუბნება    თოვა
                                                   და  სითეთრე  ტყემლის  ტოტის
                                                     ამას მეუბნეა გროვა
                                                    ენძელა და კორჩოტის
                                                   ტურფა        გაზაფხული  მოვა
                                                    ტურფა  გაზაფხული  მოდის

                            
                                            შემოდის         მზე
                       
                       მზეო  მზეო  ცხრათვალა
                        ვის  უცინი  ვისა?
-          შენ  გიცინი  პატარა  
-          დილა  მშვიდობისა  
-         პაწაწინა  ყვავილო  რად  გაშალე  ფრთები  შენთვის  მინდა  პატარა    აბა  დამაკვირდი.
-         მეც  ახლავე  ავდგები   
-          მეც    დავიბან  პირსა  ყველას  მოგესალმებით   დილა    მშვიდობისა.
                           დილა  მშვიდობისა  ყვავილებო   დილა  მშვიდობისა   ბავშვებო   დილა  მშვიდობისა  საქართველო    მე  თქვენი  მანათობელი  ვარ.  


-   შენი ბაღის   სურნელით  რომ  დავთვრები     ალუბლების ტუჩებს ვხატავ რა გგონია           შენი ფერით გაბრუებულს  დამეხსენი 
   ყვავილების მეფეთ-მეფე მაგნოლია. 


   - აბა შემომხედეთ რა ლამაზი ვარ. სუსტი სუსტი და მათრობელი. ჩემისთანა ლამაზ კაბიან გოგოგონას რა უნდა ერქვას თუ არა-მაგნოლია. მედიდყვავილა მაგნოლია ვარ. მარადმწვანე. ჩემი ყვავილი ერთბაშათ არ იშლება. ნელ-ნელა, თანდათან  შუა ოქტომბრამდე. მე ძალიან მიყვარს სინათლე და გამოვირჩევი ტენისადმი საშუალო მოთხოვნილებით. მაქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. მე მაქვს ულამაზესი ფოთოლი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში.

  - ხე მწვანეს იცვამს, კვირტები ღვივის
    გაზაფხულს ბევრი საქმე ჰქონია
    თეთრ ყვავილს ფანტავს ხეების მწკრივი
    და გეგონება-მტკვარზე თქორია.
     ფერი მოსვლია უკვე ჯეჯილსაც
      თითქოს ბუნება მართლა ბავშვია
      შეხედე, როგორ სრომობს ბეჯითად
      როგორც ფუტკარი, რა ამბავშია
      დატბა და ლაუვარდს გააქვს კაშკაში
       ცაზე გაუბამთ მერცხლებს პწკარები
       ასე მგონია ამ გარდაქმნაში
       მზე და გაზაფხულს მეც ვეხმარები.
გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას. გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ვყოფილიყავით მუდამ.



       - ვარდს გაეფურჩქნა კოკორი
          გადახვეოდა იასა
          ზამბახსაც გაღვიძებოდა
           და თავს უხრიდა ნიავსა.
       
 
მოლი- მე მწვანე მოლი ვარ. ჩემზე ძალიან ბევრი ყვავილია ამოსული. ლამაზი, მშვენიერი სურნელოვანი. მხოლოდ ერთს გევედრებით;
       =ნუ დამადგამ ფეხს ყმაწვილო
         სულ თოთო ვარ, ერთი ციდა
         ჩემი ცითბო და სიმწვანე
         გეფიცები ჩენთვის მინდა
         შეხე მინდვრებს, ლამაზ ბორცვებს
         როგორ ვრთავ და ვალამაზებ,
         ცა დამხარის  და გულუხვად
         მიძღვნის ცვარ-ნამს, ლურჯ ალმასებს.
         ჯერ ნორჩი ვარ შემიბრალე
         ნუ ნუ გამსრეს, გვერდო ჩემო
         მაქვს სურვილი გაგახარო    
         ეზო-კარი დაგიმშვენო,
         როცა დიდი გავიზრდები
         ცხელი ქარი მზით გამათბობს
         მოდი ჩემთან შენი ბურთით
         და ორივემ ვიტამაშოთ
       
  ჭიამაია- ჭია ჭია მაია,ხვალ თუ კარგი და რია
                   ფრი, ფრი, მაღლა აფრინდი
                   ფრი, ფრი, გაშალე ფრითები



     ჭია,  ჭია მაია ნისლი გაყარე
     ჭია, ჭია მაია ზუსტად გათვალე
     ჭია, ჭია მაია ხვალ თუ კარგი დარია



   დიახ, მე წიამაია ვარ. თქვენი საყვარელი მეგობარი. მიხარია რომ გაზაფხულდა. მინდა მოგილოცოთ წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო. მინდა ჩემს ლამაზ ყვავილებს მოვეფერო  მოვეალერსო და მივუძღვნა ლექსი:

         -უფლის ნებით, უფლის ხელით
          გაფანტული მინდორ -ველად
           ჩვენო მიწის ყვავილებო
           შეღებილნო ალისფერათ
            შროშანებო, გვირილებო
           დიდო ჯარო ღიღილოთა
           სარკმლით ვჭვრეტდი, მზე ამ დილით
           ვით კოცნიდათ, გიღიმოდათ.
           ცვარ-ნამს როგორ გააკვირებადათ
           ცა გულთბილი  დედასავით
          გეხვეოდა ყელზე სიო
          ვით  მიჯნული სახესავით
          მეც  ოცნებით მოგეფერეთ
          თითქოს გულში გთესდით, გრგავდით
          ჩვენთა დღეთა დასამშვენად
          მთებს და  მინდვრებს გაუმრავლდით



  -მე ცისარტყელა ვარ. ყველასათვის საინტერესო და სასურველი. მე ამინდის ცვალებადობა შემიძლია. ჩემი ლამაზი ფერები ძალიან ახალისებს ბავშვებს. აბა შემომხედეთ რა ლამაზი ვარ.
      -დღემ საგრძნობლად მოიმატა
       აღარ მოსჩანს ქედი თეთრად
      თოვლის ჩოხა გაუხდია
      გაზაფხულის შესახვედრად
      მოახლოვდა გაზაფხული
      ვარდობა და ენძელობა
      აბა როგორ არ უსურვო
     ჩემს სამშობლოს დღეგრძელობა.
ამბობენ თუ ბავშვი ცისარტყელაში გაძვრება  აუცილებლად დიდი გაიზრდებაო .  დიდები, ლამაზები და მშვენიერები მენახეთ ჩემო პატარა მეგობრებო.


      - გაკვირტულა, გაკვირტულა
      შინდის ტოტი გაკვირტულა
      ჩიტი დახტის შინდის ტოტზე
     განა ერთი? ჩიტუნა

   
 - წყარო მთიდან მოჩუხჩუხე
                ბარში დადგა გაიმრუნა
                ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა
                განა ერთი? ფ ჩიტუნა

            - გაზაფხულდა ტყის ფერდობი
                ჩიტი ფერად დაჩითულა
                ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე
                განა ერთი? 9 ჩიტუნა
   
              - ნაწვიმარზე ცისარტყელამ
                ცა მოქარგა დიდებულად
                შეხე ჩვენი საქართველო
                როგორ აყვავილებულა.
     
               ცეკვა-ლაზური

            -გაზაფხულის საღამოა მშვიდი
             ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
             სული საზღვარს გადასცდება ფრენით
             ახლაც მახსოვს მისამართი შენი
           
             -ცამდე წვდება ღამეების სიგრძე
              რაღაც დიდი სიხარილით ვიგრძენ
              წინ მეშლება ზღვა ოცნებით არე
              მიწის ცქერით დაიღალა მთვარე
              გაზაფხულის საღამოა მშვიდი
              ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

             -მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოდ გაზაფხულის შემობრძანება. დღეგრძელობა, მზეგრძელობა, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური.

            - დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დიდი მადლობა დღევანდელი ჩვენი ღონისძიების სულის ჩამდგმელს - ლალი მასწავლებელს რომელმაც ასეთის ლამაზი დღე გვაჩუქა. მე მინდა მას მოულოცო გაზაფხულის შემობრძანება. გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყოს მთელი ცხოვრების მანძილზე.

   
     მიხაკი   - აბა შემხედეთ, რა ლამაზად გამოვიყურები. ჩემისთანა ლამაზკაბიან გოგონას რა უნდა ერქვას, თუ არა მიხაკი. მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია როვოლუციის სიმბოლოდ. საქართველოში მიხაკის ჯიშის 21 სახეობა გვხვდება. ჩემი ყვავილი იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველზე. მე ბაღის მიხაკი ვარ, მიხაკებს შორის ყველაზე ლამაზი. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სანელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.

      ზამბახი -ერთი წელი მეძინა.გავიღვიძე და აი უკვე თქვენთან ვარ ყვავილებო, თქვენთან ვარ ბავშვებო.დიახ, თავს ვუხრი ნიავს, თავს ვუხრი იას, თავს ვუხრი ყველა ყვავილს, თავს გიხრით თქვენ ჩემო ძვრიფასებო.
       მე ხომ ნაზი, მორიდებული და თავაზიანი ვარ.ჩემი ფერი ხომ ყველა თქვენთაგანს ძალიან მოსწონს. მე მინდორში ამაყად მიჭირავს თავი და ლარნაკლშიც. ჩემს ირგვლივ ისეთ სურნელს ვაფრქვევ, ყველა გაოცებული რჩება. საქართველოში მე შროშანს მეძახიან. სახელწოდება ჰიპოკრატემ შემარქვა. ჩემი ყვავილი ექვსი გვირგვინის ფურცლისგან შედგება. ღეროზე მხოლოდ სამი ფოთოლი მაქვს მე ამერიკის ერთ-ერთი შტატის ტენინის სიმბოლო ვარ, სადაც ყოველწლიურად ზამბახის ფესტივალი ტარდება. მე სილამაზეს ვუმატებ ეზოებს, მინდვრებს და სავერებს.
       სითბო,სიყვარული და ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის გაზაფხულს.
           
         
                                                                        ***
ტურფა გაზაფხული მოვა
ტურფა გაზაფხული მოდის
ამას გვეუბნება თოვა
და სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვა,
ენძელის და კორჩიოტის
ტურფა გაზაფხული მოვა
ტურფა გაზაფხული მოდის.
ღობე-ღობე, ყანა-ყანა
გორა-გორა,ტყე-ტყე მოდის!
ჯერ მერცხლები არა ჩანან,
შოშიებიც მოვლენ როდის
მაგრამ გული შეუპყრია
ტურფა გაზაფხულის ლოდინს.
ყანა-ყანა,ჭალა-ჭალა,
ჩუმად, ფეხაკრებით მოდის
მოდის ყვავილების გუნდით
ვერას აკლებს ზამთრის ყეფა
მოდის უჩინმაჩინ ქუდით
ნაფეხურზე თოვლი ლღვება.
დაბლა-მწვანე აბლა გუდით
მაღლა-სხივთა ოქროს ძნება
მოდის ყვავილების გუნდით
სამეუფო ტახტზე ჯდება.
ჩუ ფუტკარი ბზუის კორტზე
პირველ ყვავილისკენ ჩქარობს
თუ ფრთა გაჰკრა ორგან ტოტზე
გაბმულ სხივს და სხივი გალობს
ფეხს იკიდებს ჩქერი ლოდზე
წყარო დაბადებას წვალობს
ჩუ ფუტკარი ზუის კორდზე
პირველ ყვავილისკენ ჩქარობს.
ტურფა გაზაფხული მოვა
ტურფა გაზაფხული მოდის
ამას მეუბნება თოვა
და სითეთრე ტყემლის ტოტის.
ამას მეუბნება გროვა,
ენძელის და კორჩიოტის
ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის.


                                                  სალამი  აპრილს



ხეხილი ჰყვავის, მერცხალი დაჰქრის
ბოცოლა ბღავის, სალამი აპრილს.
გამდნარა თოვლი, გამთბარა ტოტი
აპრილი მოდის.
ზუის ფუტკარი-ოსტატი თაფლის
სალამი აპრილს
ნუშის და ტყემლის, მუხის და წაბლის
იღვიძებს ტევრი, სალამი აპრილს.
ჭრელი მინდორი, კეკელას დაღლის
სალამი აპრილს
ტრაქტორი გუგუნებს, გუგული დაჰქრის
სალამი გუგულებს, სალამი აპრილს.  

No comments:

Post a Comment